გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ყირიმის ანექსიის შესახებ რუსეთის საწინააღმდეგო რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტი ნახევარკუნძულზე ადამიანის უფლებების დარღვევისა და რუსეთის მიერ უკანონო იურისდიქციის დამყარების შესახებ ორგანიზაციას უკრაინამ წარუდგინა. რეზოლუციას 67 დელეგაცია მიემხრო, 27 წინააღმდეგ წავიდა 70-მა ქვეყანამ კი თავი შეიკავა. რეზოლუციის დამტკიცების მიუხედავად გენერალური ასამბლეის ეკონომიკურმა კომიტეტმა დოკუმენტის რეალიზებაზე საჭირო თანხის გამოყოფაზე უარი განაცხადა. საერთაშორისო საზოგადოების პოზიციის მიუხედავად, რუსეთი ყირიმის შეიარაღებას განაგრძობს. მოსკოვმა ანექსირებულ ტერიტორიაზე დამატებითი ძალები გაგზავნა, მათ შორის საბრძოლო ავიაციაც. სუ 27-ის და სუ 30-ის ტიპის ათობით მოერიშე ბელბეკის ბაზაზე უკვე დაეშვა.