19 აპრილი 2024,   11:40
ვრცლად
ანტისამთავრობო გამოსვლები სერბეთში-მოქალაქეები პრეზიდენტ ვუვიჩის მმართველობის მეთოდებს აპროტესტებენ

ანტისამთავრობო გამოსვლები სერბეთში-ბელგრადის ქუჩებში ათასობით ადამიანი პრეზიდენტ ვუვიჩის მმართველობის მეთოდებს აპროტესტებს. ისინი ქვეყნის პირველ პირს დემოკრატიის მთავარი პრინციპების ხელყოფაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ კონტროლი დაამყარა თავისუფალ მედიაზე და ოპონენტებს საბჭოური მეთოდებით უსწორდება. საპროტესტო გამოსვლები სერბეთში გასულ თვეს დაიწყო. მოსახლეობის გაღიზიანება ოპოზიციონერ დეპუტატზე თავდასხმას მოჰყვა. ოპოზიცია თავდასხმაში ხელისუფლებას ადანაშაულებს და აცხადებს, რომ პრეზიდენტი ვუვიჩი და მისი გუნდი ოპონენტებისა და მედიის გასაჩუმებლად იგივე მეთოდებს იყენებს, როგორსაც 90-წლებში  სამხედრო დამნაშავე სლობოდან მილოშევიჩი მიმართავდა. 

დღის ამბები