24 აპრილი 2024,   01:27
ვრცლად
ლატვიის КГБ-ს არქივებში მოქმედი მიტროპოლიტის მონაცემებიც აღმოჩნდა

ლატვიის КГБ-ს არქივებში, რომელიც ჩეკისტების დღეს - 20 დეკემბერს, გამოქვეყნდა, ბევრი ცნობილი ადამიანის გვარი აღმოჩნდა. მათ შორისაა ლატვიის მოქმედი მიტროპოლიტის, ალექსანდრე კუდრიაშოვის, მონაცემებიც.

ლატვიის მართლმადიდებლური ეკლესია რუსეთის საპატრიარქოს დაქვემდებარებაშია. მიტროპოლიტი კუდრიაშოვი კი 1982 წელს გადაიბირეს და მისი ფსევდონიმი "მკითხველი" იყო.

არქივში ასევე ინახება მეორე ბარათი, რომელიც რუსული ეკლესიის კიდევ ერთი წარმომადგენლის ბიოგრაფიას ემთხვევა. ის ივან მიროლიუბოვია ფსევდონიმით "ანატოლი" და ამჟამად რუსეთის საეკლესიო სინოდის კომისიის წევრია.

სასულიერო პირების გარდა, საარქივო დოკუმენტებში ლატვიის მოქმედი პოლიტიკოსების გვარებიც აღმოჩნდა, მათ შორის ერთ-ერთი - იგორ პიმენოვი, დღეს სეიმის წევრია.

დღის ამბები