
თავდასხმა ჩინეთში - ქალაქ ლუიანში 48 წლის მამაკაცმა სამგზავრო ავტობუსი გაიტაცა და მანქანებსა და ქუჩაში გამვლელებს შეეჯახა. მანამდე კი მან რამდენიმე მგზავრი დანით დაჭრა.
ბოლო მონაცემებით დაიღუპა 8 და დაშავდა 22 ადამიანი. დაღუპულებს შორის ერთი პოლიციელია.
გავრცელებული ცნობით, მას ადგილობრივ მაღალჩინოსანთან პრობლემები ჰქონდა და თავდასხმამდე მასთან ჩხუბი მოუვიდა. დამნაშავე სამართალდამცველებმა მომხდარიდან რამდენიმე წუთში, შემთხვევის ადგილზევე დააკავეს.