18 აპრილი 2024,   10:57
ვრცლად
სიცილიაში მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 30-მდე გაიზარდა

სიცილიაში მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 30-მდე გაიზარდა. 4,8 მეათედი მაგნიტუდის ბიძგები ქალაქ კატანიას მახლობლად გამთენიისას დაფიქსირდა.

ეტნას ამოფრქვევის გამო, რყევები რეგიონში ახლაც გრძელდება. მიწისძვრამ ათობით შენობა დააზიანა. ვულკანის მახლობლად მდებარე დასახლებებში შეშინებულმა მოსახლეობამ სახლები მიატოვა.

ეტნას კრატერიდან ცეცხლოვანი ლავა უკვე მეორე დღეა იფრქვევა. ვულკანის გაღვიძების გამო შეფერხდა ავიამიმოსვლა, კატანიას აეროპორტი კი დროებით დაიხურა. ვულკანოლოგების პროგნოზით, რყევები რეგიონში კიდევ გაგრძელდება. 

დღის ამბები