
ველისციხის ინციდენტის ერთ-ერთი მონაწილის, ბესიკ გაზდელიანის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეზე გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ იმსჯელა. პროცესზე შსს-მ ვიდეო მტკიცებულებები წარადგინა, სადაც ბრალდების მხარის მტკიცებით, გაზდელიანი ფიგურირებს და პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას არ ემორჩილება.
ბრალდებას არ დაეთანხმა დაცვის მხარე და სხდომის გადადება დამატებითი მტკიცებულებების მოძიების გამო მოითხოვა, რასაც მოსამართლე დაეთანხმა. მორიგი სასამართლო სხდომა 16 იანვარს ჩაინიშნა.
გაზდელიანს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას ედავებიან, რაც სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის, ან სამხედრო მოსამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.