17 აპრილი 2024,   00:25
ვრცლად
რუსეთი მომავალი წლიდან ზებგერითი სარაკეტო სისტემების განლაგებას იწყებს

რუსეთი მომავალი წლიდან ზებგერითი სარაკეტო სისტემების განლაგებას იწყებს. კომპლექსი " ავანგარდი" დღეს გამოსცადეს. გამოცდას პირადად ადევნებდა თვალს ვლადიმერ პუტინი, რომელიც ჯერ კიდევ მარტში ამტკიცებდა, რომ ავანგარდს მანევრირების მაღალი დონე აქვს და შეუძლია საჰაერო თავდაცვის სისტემას თავი დააღწიოს.

მოსკოვში დღევანდელ გამოცდას წარმატებული უწოდეს. კრემლის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ქვეყნის სამხრეთ დასავლეთიდან გაშვებულმა რაკეტამ წარმატებით გაანადგურა სამიზნე შორეული აღმოსავლეთის პოლიგონზე.



დღის ამბები