25 აპრილი 2024,   10:51
ვრცლად
ლევან მურუსიძე უვადო მოსამართლედ დაინიშნა

ლევან მურუსიძე სააპელაციო სასამართლოში უვადოდ გამწესდა. გადაწყვეტილება იუსტიციის საბჭოს სხდომაზე მიიღეს. მურუსიძეს მხარი საბჭოს 11-მა წევრმა დაუჭირა. 

​მურუსიძეს მოსამართლეობის ვადა 4 იანვარს ეწურებოდა. ის თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლეა. მურუსიძე თანამდებობას  სამწლიანი გამოსაცდელი ვადით იკავებდა.

სასამართლოს მეორე ინსტანციაში მურუსიძე 2016 წლიდან არის დანიშნული. 

ლევან მურუსიძე სანდრო გირგვლიანის საქმის განმხილველი მოსამართლეა. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გასაუბრება სულ ექვსმა მოსამართლემ უნდა გაიაროს. 

დღის ამბები