20 აპრილი 2024,   10:03
ვრცლად
ლევან შონია გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს - ზუგდიდის მერი და მისი მოადგილე კი კვლავ წინასწარ პატიმრობაში რჩებიან 

სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი სასამართლო დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ლევან შონიამ თავისუფლების სანაცვლოდ ათას ლარიანი გირაო 14 დღეში უნდა გადაიხადოს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი ერთადერთია, ვინც ბიზნესმენისგან დიდი ოდენობით ქრთამის აღების საქმეში ფიგურირებს, თუმცა მისი პატიმრობა პროკურატურას არ მოუთხოვია. ამავე საქმეზე ბრალდებული ზუგდიდის მერი და მისი მოადგილე კი წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან, ორივე საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ დააკავეს.

საქმის მასალების მიხედვით, გუბერნატორისთვის ბიზნესმენის მიცემული 10 ათასი დოლარი საჩუქარია. ზუგდიდის მერისთვის და მისი მოადგილისთვის გადარიცხული ფული - 21 ათასი დოლარი კი ქრთამი.

თანხის მიღებას ლევან შონია არ უარყოფს, თუმცა მისი ადვოკატი ამტკიცებს, რომ ბიზნესმენისგან მიღებული დიდი ოდენობით თანხა არა საჩუქარი, არამედ ქველმოქმედება იყო.

ლევან შონია პროკურატურამ პასუხისგებაში იმ საქმეზე მისცა, სადაც ბრალდებულები უკვე არიან ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია, მისი მოადგილე, გია გულორდავა და კიდევ რამდენიმე მოხელე.

საქმის მასალებით, სამეგრელოს გუბერნიის და ზუგდიდის გამგეობის ხელმძღვანელმა პირებმა ბიზნესმენ კვირკიასგან ათეულობით ათასი დოლარი კონკრეტული მიწის ნაკვეთების გამარტივებული წესით გადაცემის სანაცვლოდ მიიღეს.

საქმეში დევს ყოფილი მაღალჩინოსნების მამხილებელი აუდიოჩანაწერიც, სადაც ბიზნესმენი მაღალჩინოსნებს ასახელებს, მათ შორის ლევან შონიას და მათთვის ქრთამის სახით გადახდილ თანხებს. ოპოზიცია შერჩევით სამართალზე საუბრობს. მათი აზრით, ხელისუფლების წარმომადგენლები ლევან შონიასთან ვალში არიან და ამიტომ მას თანხის აღება აპატიეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები