24 აპრილი 2024,   10:34
ვრცლად
სირიელმა ქურთებმა ასადის ხელისუფლებას თურქეთის მოსალოდნელი შეტევისგან დაცვის თხოვნით მიმართეს

სირიელმა ქურთებმა ასადის ხელისუფლებას ქალაქ მანბიჯზე თურქეთის მოსალოდნელი შეტევისგან დაცვის თხოვნით მიმართეს.

სამხედროებმა დასახლების მისადგომებთან უკვე აღმართეს სირიის სახელმწიფო დროშები. სამთავრობო არმია პირობას დებს, რომ მანბიჯში ყველა ადამიანის უსაფრთხოებას დაიცავს.

ქურთმა მებრძოლებმა, რომლებსაც თურქეთი ტერორისტებად მიიჩნევს, მანბიჯი გარკვეული პერიოდის წინ დატოვეს და სირიის აღმოსავლეთ რაიონებში აისისის დამარცხებაში მთავარი როლი ითამაშეს.

დღის ამბები