18 აპრილი 2024,   05:42
ვრცლად
ანჯელინა ჯოლი პოლიტიკური კარიერის დაწყებას აპირებს

ანჯელინა ჯოლი პოლიტიკური კარიერის დაწყებას აპირებს. ამის შესახებ ჰოლივუდის ვარსკვლავმა ბი ბი სი-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, პოლიტიკაში მოსვლაზე აქამდე არ უფიქრია, თუმცა ახლა მიაჩნია, რომ შეუძლია იყოს იქ სადაც საჭიროდ ჩათვლის.

"შემიძლია ვიმუშაო მთავრობებთან, თავდაცვის უწყებებთან ბევრი საქმის გასაკეთებლად,"- აცხადებს ოსკაროსანი მსახიობი.

43 წლის ჯოლის ამჟამად გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს სპეციალური წარმომადგენლის პოსტი უკავია და პარალელურად დევნილთა, სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა და გარემოს დაცვის კამპანიაშიც აქტიურადაა ჩართული. 

დღის ამბები