25 აპრილი 2024,   15:03
ვრცლად
ქუთაისში სამტრედიის ხიდთან ვალუტის გადამცვლელი პუნქტის დაყაჩაღება სცადეს

ქუთაისში სამტრედიის ხიდთან ვალუტის გადამცვლელი პუნქტის დაყაჩაღება სცადეს. დამნაშავე, რომელიც სახეს მოტოციკლეტის შლემით ფარავდა, პუნქტის მეპატრონეს თავს დაესხა და შეეცადა თანხის გატაცებას. მამაკაცმა წინააღმდეგობა გაუწია, მას შვილიც ეხმარებოდა. დამნაშავემ გაქცევა სცადა, თუმცა ვერ შეძლო, რადგან მას მეპატრონის შვილი ფიზიკურად დაუპირისპირდა.

თვითმხილველების თქმით, თავდამსხმელი ავტომატით და ხელყუმბარით იყო შეიარაღებული. 

დღის ამბები