16 აპრილი 2024,   20:23
ვრცლად
ნიუ იორკი საახალწლო ღონისძიებისთვის განსაკუთრებულად ემზადება

ნიუ იორკი საახალწლო ღონისძიებისთვის განსაკუთრებულად ემზადება. 31 დეკემბრის ღამეს ტაიმ სკვერზე დაგეგმილ ღონისძიებაზე მილიონზე მეტ ადამიანს ელოდებიან.

ხალხის დასაცავად მეგაპოლისის მთავრობამ უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები შეიმუშავა. ქალაქის პოლიციას ვითარებაზე დასაკვირვებლად სპეციალური დრონები გადაეცა. პოლიციის უპილოტო საფრენი აპარატებთან ერთად, პერიმეტრზე 1200-ზე მეტი კამერა დამონტაჟდა.

დრონებს სამართალდამცველები პირველად გამოიყენებენ. ამის გამო, პოლიციამ მოსახლეობას და ტურისტებს უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენება აუკრძალა. დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, კანონდამრღვევების პატიმრობა დაემუქრებათ.

დღის ამბები