25 აპრილი 2024,   10:35
ვრცლად
ისრაელის პრემიერმინისტრი ისტორიული ვიზიტით ბრაზილიაში იმყოფება

ისრაელის პრემიერმინისტრი ისტორიული ვიზიტით ბრაზილიას სტუმრობს. ბენიამინ ნეთანიაჰუ რიო დე ჟანეიროში არჩეული პრეზიდენტის მიწვევით იმყოფება.

ჟაირ ბოლსონარომ მაღალი რანგის სტუმარს რიო დე ჟანეიროს უძველესი სინაგოგა დაათვალიერებინა.

ბენიამინ ნეთანიაჰუ ისრაელის პირველი პრემიერია, რომელიც ოფიციალური ვიზიტით ბრაზილიაში ჩავიდა.

რამდენიმესაათიანი მოლაპარაკების შემდეგ ლიდერებმა მჭიდრო კავშირების დამყარებაზე ილაპარაკეს, თუმცა, არაფერი უთქვამთ ბოლსონაროს წინასაარჩევნო დაპირებაზე.

რამდენიმე თვის წინ მან პირობა დადო, რომ პრეზიდენტად არჩევნის შემდეგ იერუსალიმს ისრაელის დედაქალაქად აღიარებს და საელჩოს გადაიტანს.

 

 

დღის ამბები