25 აპრილი 2024,   08:44
ვრცლად
ინდონეზიაში ვულკანური კუნძული ჩამოიშალა

ინდონეზიაში ვულკანური კუნძული ჩამოიშალა. ანაკ-კრაკატაუ 22 დეკემბერს ამოიფრქვა და დამანგრეველი ცუნამი გამოიწვია.

ძლიერი ამოფრქვევის შემდეგ ვულკანი ორი მესამედით დაპატარავდა. მისი სიმაღლე 340 მეტრი იყო, ახლა კი მხოლოდ 110 მეტრს შეადგენს.

დასკვნას სპეციალისტები სატელიტით გადაღებული მასალების საფუძველზე აკეთებენ და ქანების ჩამოშლის პროცესის გაგრძელებას არ გამორიცხავენ.

მათი განცხადებით, კრატერიდან ცეცხლოვანი მასა ისევ იფრქვევა, გრძელდება განმეორებითი ბიძგებიც, თუმცა ცუნამი ამ ეტაპზე მოსალოდნელი არ არის.

ანაკ-კრაკატაუს ვულკანურმა ცუნამიმ გასულ კვირას ინდონეზიაში სულ მცირე 400 ადამიანი იმსხვერპლა.

დღის ამბები