19 აპრილი 2024,   15:16
ვრცლად
ნიუ იორკში 2018 წელს აცილებენ - მოსახლეობამ ცუდი მოგონებები ფურცელზე ჩამოწერა და გადაყარა

შობის აღნიშვნის შემდეგ ნიუ იორკელები ახალი წლის დასახვედრად ემზადებიან. ტრადიციულად, მოვლენების მთავარი ეპიცენტრი ტაიმ სკვერი იქნება. თითქმის მზად არის ბროლის ბურთი, რომელსაც 2019 წლის პირველივე წამს მოედანზე დაუშვებენ.

ახალი წლის დადგომას ნიუ იორკელები გრანდიოზული კონცერტით იზეიმებენ, მანამდე კი ისინი 2018 წელს აცილებენ.

ისინი ტაიმ სკვერზე შეიკრიბნენ და გასული წლის ცუდი მოგონებები, ტრადიციულად, ფურცლებზე ჩამოწერეს და წერილები ქაღალდის გამანადგურებელ მანქანაში მოათავსეს. ეს ტრადიცია 12 წლის წინ ტაიმ სკვერის ასოციაციამ დააწესა და სიმბოლურად გასული წლის ცუდი აურის, წარუმატებლობის დასასრულს აღნიშნავს.

31 დეკემბრის ღამეს ტაიმ სკვერზე მილიონზე მეტ სტუმარს ელოდებიან. მათ დასაცავად მეგაპოლისის მთავრობამ უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები შემოიღო და პოლიციას სიტუაციაზე დასაკვირვებლად დრონებიც კი გადასცა.

 

დღის ამბები