27 ნოემბერი 2020,   10:36
ვრცლად
ტერაქტი გიზას პირამიდებთან - სპეცრაზმელებმა ტერორიზმში ეჭვმიტანილი 40 პირი მოკლეს

გიზას პირამიდებთან მომხდარი ტერაქტის შემდეგ ეგვიპტის ანტი-ტერორისტულმა სამსახურმა მასშტაბური ოპერაცია ჩაატარა. კაიროსა და სინას ნახევარ კუნძულზე რეიდების შედეგად სპეცრაზმელებმა ტერორიზმში ეჭვმიტანილი 40 პირი მოკლეს.

დაზვერვის სამსახურის ცნობით, ისინი მასშტაბური თავდასხმების მოწყობას შობა-ახალი წლის დღესასწაულებზე გეგმავდნენ. მათი სამიზნე სახელმწიფო უწყებები, შეიარაღებული ძალები, ქრისტიანული სალოცავები და ტურისტული ზონები იყო.

ეგვიპტელი ძალოვანები არ აკონკრეტებენ, რომელი ტერორისტული დაჯგუფების წევრები არიან მოკლულები.

ვიეტნამელი ტურისტების ავტობუსი ტერორისტებმა პირამიდებიდან 4 კილომეტრში ააფეთქეს. თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, 11 კი მძიმედ დაშავდა.

დღის ამბები