19 აპრილი 2024,   14:28
ვრცლად
გახმაურებული კორუფციული სკანდალი - გამოძალვისთვის დაკავებული სუს-ის მაღალჩინოსნების სასამართლო დაიწყო

გახმაურებული კორუფციული სკანდალის სასამართლო განხილვები დაიწყო - სუს-ის მაღალჩინოსანი და ადვოკატი, რომელიც პატიმარს თავისუფლების სანაცვლოდ ფულს სძალავდნენ, ახლა თავად სხედან განსასჯელის სკამზე.

კურიერის მიერ მოპოვებული დოკუმენტების თანახმად, თაღლითობაში ბრალდებული ადვოკატი, ირაკლი გაფრინდაშვილი და სუს-ის თანამშრომელი, ოთარ გაბუნია, ფულს რუსეთის ფედერაციის ნიჟნი-ნოვგოროდის საკრებულოს დეპუტატს და მის ძმას სძალავდნენ.

კურიერის ინფორმაციით, ისინი ძმებ გლუშკოვებს, რომელებიც საექსტრადაციო პატიმრობაში იმყოფებიან, გათავისუფლებას 300 ათასი დოლარის სანაცვლოდ ჰპირდებოდნენ.

პროკურორი ადასტურებს, რომ საქმეში არსებობს ფარული ჩანაწერები, სადაც დაკავებულები ამბობენ, რომ ისინი პროკურატურის და სუს-ის მაღალჩინოსნების მფარველობით მოქმედებდნენ. თუმცა, ის არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ ეს მაღალჩინოსნები გენერალური პროკურორის მოადგილეები - გიორგი გოგაძე და მამუკა ვასაძე, არიან.

მოგვიანებით საქმის პროკურორმა პოზიცია შეცვალა და დაადასტურა, რომ აუდიოჩანაწერში ნახსენებ პირებთან დაკავშირებით კიდევ ერთი გამოძიება ცალკე წარმოებად მიმდინარეობს.

კურიერის ინფორმაციით, გლდანის მერვე დაწესებულებაში ამ საქმეზე ბრალდებულ გაბუნიასთან და გაფრინდაშვილთან პროკურატურა დასაკითხად შევიდა, თუმცა, დაკითხეს მათ ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადეს.

სუს-ის თანამშრომელი, რომელიც დღეს განსასჯელის სკამზე ზის, ამბობს, რომ სპეცსამსახურების მაღალჩინოსანი არ ყოფილა და ერთ-ერთი რიგითი იყო. მისთვის წაყენებულ მძიმე ბრალდებაზე გაბუნიამ საუბარი არ ისურვა.

კურიერის ინფორმაციით კი, ინტერპოლის მიერ ძებნილი დეპუტატი და მისი ძმა საქართველოში 6 თვის განმავლობაში თავისუფლად გადაადგილდებოდნენ და პოლიტიკური დევნილის სტატუსის მიღებაზე პროკურატურის მაღალჩინოსნებთან მოლაპარაკებები ჰქონდათ.

გადაწყვეტილების მიღებამდე კი ძმებ გლუშკოვებს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები დიდ თანხას სძალავდნენ. ბოლოს დეპუტატმა ფულის გადახდაზე უარი თქვეს, ამიტომ ისინი, სავარაუდოდ, ზეწოლისა და თანხის გამოძალვის სისრულეში მოსაყვანად დააკავეს და გლდანის ციხეში ჩასვეს და ამ დრომდე პატიმრობაში იმყოფებიან.

დღის ამბები