19 აპრილი 2024,   22:29
ვრცლად
მამაკაცის დაჭრა გაურკვეველ ვითარებაში - შემთვევა ღამის საათებში, თბილისში მოხდა

მამაკაცის დაჭრა გაურკვეველ ვითარებაში - შემთვევა თბილისში, ღამის საათებში, პეკინის 4 ნომერში, მოხდა. ერთ-ერთი ვერსიით, დაჭრა შესაძლოა კორპუსში ჩამსხვრეულ შუშას უკაშირდებოდეს, რის შედეგადაც მამაკაცმა ფეხი დაიზიანა, თუმცა ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში არც ადასტრებენ და არც უარყოფენ. შემთხვევის ადგილზე გვიანობამდე მუშაობდა კრიმინალური პოლიცია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი - 124-ე და 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-ტარებას გულისხმობს. დაჭრილი მკურნალობას სახლში აგრძელებს, მეზობლები კი მომხდარის შესახებ საუბარს ერიდებიან.

დღის ამბები