20 აპრილი 2024,   14:34
ვრცლად
ატნისამთავრობო აქციების სერბეთში გრძელდება-მოსახლეობა პრეზიდენტს მოუწოდებს შეწყვიტოს ჟურნალისტების და ოპოზიციის დევნა

სერბეთი ისევ ანტისამთავრობო აქციებმა მოიცვა. ათასობით ადამიანი ბელგრადის ცენტრში შეიკრიბა და პრეზიდენტისა და მმართველი პარტიის გადადგომა მოითხოვა. მოსახლეობა ალექსანდრე ვუვიჩს მოუწოდებს, შეწყვიტოს ჟურნალისტებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების დევნა და მედიის დამოუკიდებლობა უზრუნველყოს. ეს უკვე მეოთხე მასშტაბური აქციაა ბელგრადის ცენტრში. საპროტესტო გამოსვლების მიზეზი ნოემბრის ბოლოს ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე თავდასხმა გახდა. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ პოლიტიკოსზე თავდასხმის მიზეზი პრეზიდენტის განცხადება გახდა, სადაც ალექსანდრე ვუვიჩმა ოპოზიციონერი მკაცრად გააკრიტიკა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ პრეზიდენტმა და მისმა გუნდმა დამოუკიდებელ მედიაზე კონტროლი დაამყარა იმ მიზნით, რომ მათ სახელისუფლებო კორუფციის გაშუქება ვერ შეძლონ.

დღის ამბები