25 აპრილი 2024,   16:49
ვრცლად
ტრამპი სირიაში "ისლამური სახელმწიფოს" დამარცხების დაპირების ერთგული რჩება 

ჯარების გამოყვანის გადაწყვეტილების მიუხედავად, დონალდ ტრამპი სირიაში ისლამური სახელმწიფოს დამარცხების დაპირების ერთგული რჩება.

განცხადება ამის შესახებ სენატორმა ლინდსი გრემმა თეთრ სახლში, პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

"რესპუბლიკელი" სენატორის თქმით, დონალდ ტრამპმა ის დაარწმუნა, რომ სირიიდან ჯარების გაყვანის პარალელურად, ამერიკის უსაფრთხოების ეროვნული ინტერესების დასაცავად იზრუნებს.

ამერიკული მედიის ცნობით, დონალდ ტრამპმა პროცესიც შეანელა და ჯარების გაყვანა 30-თ დღიან ვადაში არ მოხდება.


დღის ამბები