რუსეთის ქალაქ მაგნიტოგორსკში, სადაც დღეს გამთენიას ტრაგედია დატრიალდა, ვლადიმერ პუტინი ჩავიდა. რუსეთის ლიდერი აფეთქების ადგილას საგანგებო სამსახურის ოპერატიულ შტაბს ესტუმრა. პუტინი დაზარალებულებსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსაც შეხვდება.
საცხოვრებელ სახლში მომხდარ აფეთქებას, რომელსაც სადარბაზოს ნგრევა მოჰყვა, ბოლო მონაცემებით 4 ადამიანი ემსხვერპლა, 7 ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს, 35 ადამიანის ბედი კი კვლავ უცნობია.