19 აპრილი 2024,   20:54
ვრცლად
სადღესასწაულო ღონისძიებები თბილისში - ღია ცის ქვეშ შეკრებილ სტუმრებს 2019 წლის დადგომა 200-მდე არტისტმა მიულოცა  

დედაქალაქის ცა გრანდიოზულმა ფოიერვერკმა ზუსტად ღამის 12:00 საათზე გაანათა. პირველი რესპუბლიკის მოედანზე ახალი წლის აღნიშვნა გალა კონცერტით გაგრძელდა.

საშობაო სოფელში მოწყობილ სამ სხვადსხვა სცენაზე ერთმანეთს ახალი და ძველი თაობის მომღერლები ცვლიდნენ. ნაცნობი ჰიტები, საშობაო სიმღერები და ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით გაჟღერდა.

ერთდროულად სამ სცენაზე გამართული კონცერტის გარდა, რესპუბლიკის მოედანზე ამ დრომდე მოქმედებს საახალწლო სოფელი.

მთავარი ნაძვის ხესთან 2019 წლის დადგომა, თბილისელებთან ერთად, დედაქალაქის სტუმრებმაც იზეიმეს. პირველი რესპუბლიკის მოედანზე სპეციალურად მოწყობილ საშობაო სოფელში წელს ტურისტების სიმრავლე იყო.

მათ, ვინც ახალი წლის აღნიშვნა ღია ცის ქვეშ პირველი რესპუბლიკის მოედანზე გადაწყვიტეს, ხელისუფლების წარმომადგენლების შეუერთდნენ. დედაქალაქის მერმა კი 2019 წლის დადგომა იმ ადამიანებს განსაკუთრებით მიულოცა, ვინც სადღესასწაულო დღეებშიც კი პროფესიულ მოვალეობას ასრულებს და დედაქალაქზე ზრუნავს.

სადღესასწაულო პროგრამა 3 საათზე მეტხანს გაგრძელდა. მაყურებლის წინაშე 200-მდე შემსრულებელი წარსდგა.

თბილისის მერიამ 2019 წლის საახალწლო ღონისძიებებში მილიონ ლარზე მეტი დახარჯა.

სადღესასწაულო ღონისძიებები პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოწყობილ საშობაო სოფელში 14 იანვრამდე გაგრძელდება. 

 

 

ავტორი: თამთა ჩიტიშვილი 

დღის ამბები