19 აპრილი 2024,   23:13
ვრცლად
გრანდიოზული კონცერტი "რუსთავი2"-ზე - პროექტ "მხოლოდ ქართულს" კიდევ ერთი მონაწილე გამოეთიშა

მხოლოდ ქართულის გრანდიოზული კონცერტი ახალი წლის ღამეს - დღესასწაულის დადგომამდე ბოლო 10 წამი ფილარმონიის სცენიდან რუსთავი2-მა საკუთარი მაყურებლისთვის აითვალა, ახალი წლის ზღაპრული ღამის მიუხედავად, მხოლოდ ქართულის მკაცრი წესები გუშინ ვერაფერმა შეცვალა. კონკურს მაყურებლისა და ჟიურის გადაწყვეტილებით ერთი შემსრულებელი - გიორგი ცხადაძე, გამოაკლდა.

მხოლოდ ქართულის საახალწლო კონკურსს 3 აუტსაიდერი ყავდა, ნოდარიკო ხუციშვილს და გუგა მარგველაშვილს მაყურებელმა კიდევ ერთი შანსი მისცა, მათ წარმატებული შესრულების მიუხედავად, ლიდერობისთვის საჭირო ხმების რაოდენობა მაინც ვერ მოაგროვეს.

კონკურსს გუშინ ლიდერიც ჰყავდა. გიორგი კელაპტრიშვილი მხოლოდ ქართულის კონკურსის უკვე მეოთხე ტურია, უპირობო ლიდერია. ჟიურის მსგავსად, ობიექტური აღმოჩნდა მაყურებელიც და ყველაზე მეტი ზარი სწორედ კელაპტრიშვილის ნომერზე შევიდა.

თითქმის სამ საათიან ლაივკონცერტზე ყველასთვის საყვარელი და პოპულარული სიმღერები შესრულდა. კონკურის დასრულების შემდეგ კი რუსთავი2-ის ეთერში გრანდიოზული საახალწლო კონცერტი დაიწყო. 

დღის ამბები