16 აპრილი 2024,   23:22
ვრცლად
სადღესასწაულო ზეიმი გრძელდება - პირველი რესპუბლიკის მოედანზე თბილისელები და დედაქალაქის სტუმრები შეიკრიბნენ 

სადღესასწაულო ზეიმი გრძელდება - პირველი რესპუბლიკის მოედანზე ამ წუთებშიც მიმდინარეობს კონცერტი, რომელშიც ქართული ესტრადის გამორჩეული მუსიკოსი და მისი ბენდი მონაწილეობენ.

ახალი წლის დადგომის აღსანიშნავად აქ დღესაც შეიკრიბნენ თბილისელები და დედაქალაქის სტუმრები.

ქვეყნის მთავარ ნაძვის ხესთან რამდენიმე წუთში ლევან მასპინძელაშვილი და მისი ბენდი იქ შეკრებილი სტუმრების განწყობაზე იზრუნებს. ისინი შეკრებილები მოქალაქეების წინაშე მუსიკალური პროგრამით წარსდგებიან.

საზეიმო განწყობაა საახალწლო სოფელშიც, სადაც ბავშვებს სანტა კლაუსი ელოდება.

მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიებები ტარდება. იქ მოწყობილია გამოფენა-გაყიდვა, ასევე ყინულის მოედანი, მოწყობილია ღია კინოთეატრი.

დღის ამბები