24 აპრილი 2024,   04:17
ვრცლად
ახალი წელი იამაიკაზე - ადგილობრივების გარდა, 2019 წელს იამაიკაზე ათასობით ტურისტი შეხვდა

იამაიკელებმა 2018 წელი ტრადიციის დაცვით გააცილეს - ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე საათით ადრე, ადგილობრივების უმეტესობა ოჯახის წევრებთან ერთად, ტაძარში იკრიბება და დღესასწაულს ლოცვითა და სიმღერით აღნიშნავს.

სამსაათიანი რიტუალის ბოლოს ტაძარში უამრავი ადამიანი შეიკრიბა. მომლოცველთა ნაწილს პასტორის მოსმენა ეკლესიის კართან მოუხდა. იამაიკელებს ცრურწმენასავით ექცათ აზრი, რომ 31 დეკემბერს ტაძარში ყოფნით მათთვის მომავალი წელი წარმატებული და სასიხარულო ამბებით სავსე იქნება.

ადგილობრივების გარდა, 2019 წელს იამაიკაზე ათასობით ტურისტი შეხვდა. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ამ კუნძულზე ყოველწლიურად, დაახლოებით, 4 მილიონი დამსვენებელი ჩამოდის.

საახალწლო არდადეგები იამაიკაზე 7 იანვრამდე გაგრძელდება. 

 

 

 

ავტორი: ელენე ფირცხალაიშვილი 

დღის ამბები