საახალწლო მილოცვები, რომელიც მუნიციპალიტეტებს შორის კამათის საგანი გახდა - გორის და ქუთაისის მერები ერთმანეთს პლაგიატში ადანაშაულებენ.
"მე კარგად მესმის, რომ ბევრი ადამიანი ახალ წელს გაჭირვებაში ხვდება. ვისურვებდი, რომ 2019 წელი მათთვის წინსვლისა და გაძლიერების წელი ყოფილიყოს. მე მჯერა, რომ ეს ასეც იქნება“- ეს არის მცირე ფრაგმენტი ვრცელი მილოცვიდან, რომელიც 31 დეკემბერს, 15:51 საათზე გორის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით რაზმაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
დაახლოებით 5 საათში, ზუსტად ანალოგიური ტექსტით მიულოცა ახალი წელი მოქალაქეებს ქუთაისის მერმა, გიორგი ჭირღვაიამ.
სწორედ იდენტურ ტექსტებს მოჰყვა მუნიციპალიტეტებს შორის დაწყებული დავა.