ტრაგედია ზუგდიდი-სენაკის ცენტრალურ ტრასაზე. ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა.
შემთხვევა გამთენიისას მოხდა, ავარიის დროს Mercedes-ის მარკის ავტომობილში ორი ადამიანი იმყოფებოდა.
წინასწარი ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის ერთ-ერთ მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე და სიმთვრალე სახელდება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 176 -მუხლით მიმდინარეობს.