23 აპრილი 2024,   16:35
ვრცლად
"მძღოლების უმეტესობა ტექდათავლიერებას ნაქირავები ნაწილებით გადის" - ექსპერტები ინსპექტირების ხარვეზებზე საუბრობენ

2019 წლის პირველი იანვრიდან, ყველა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექდათვალიერება სავალდებულო გახდა.

ტექნიკური დათვალიერების გასავლელად, მსუბუქი და მისაბმელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლებს - 60 ლარის, სატვირთო და სამგზავრო ავტომობილების მფლობელებს კი 100 ლარის გადახდა მოუწევთ.

ტექნიკური დათვალიერების გასავლელად მანქანა რამდენიმე კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს. მათ შორის არის დაუზიანებელი საქარე მინა, განათება, საბურავები, გამართული სამუხრუჭე სისტემა. ასევე გამართული უნდა იყოს ხელის მუხრუჭი.

მძღოლები ამბობენ, რომ მიუხედავად ფინანსურად ძალიან გაუჭირდებათ განსაზღვრული თანხის გადახდა, ტექდათვალიერება მაინც საჭიროა.

ექსპერტები კი ავტომანქანების ინსპექტირების ხარვეზებზე საუბრობენ. „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარე აცხადებს, რომ სახელმწიფო ჯერ მზად არ არის თუნდაც იმის აღსაკვეთად რომ მძღოლების უმეტესობა ტექდათავლიერებას ნაქირავები ნაწილებით გადის.

„ჩვენც გვაქვს ინფორმაცია რომ ინსპექტირებისთვის ავტომობილებს შეუძლიათ იქირაონ დავუშვათ ერთი საათი საბურავები ან რაღაც ნაწილები, რომელიც მოწმდება ინსპექტირების დროს. ასეთი თაღლითური მომენტებისთვის არ არის პროცესი მზად სამწუხაროდ. გვსმენია ჩვენც ამის შესახებ, რომ ასე ხდება. უფრო მეტიც გვსმენია რომ დიზელის ძრავში ბენზინს ურევენ და ამით ხდება გამონაბოლქვის შეჩერება შემოწმების დროს. არც ერთი ასეთი თაღლითური მომენტებისთვის სახელმწიფო შესაბამისი ინსტიტუტებით არ არის მზად,“-განაცხადა დავით მესხიშვილმა. 

დღის ამბები