25 აპრილი 2024,   18:33
ვრცლად
ტრაგედია რუსეთში - საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა

ჩელიაბინსკის ოლქის ქალაქ მაგნიტოგორსში ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა. მაშველებმა დღეს კიდევ ორი ცხედარი იპოვეს, 20-მდე ადამიანს კი კვლავ ეძებენ.

ამ დრომდე მძიმე რჩება 11 თვის ჩვილის მდგომარეობა, რომელმაც ნანგრევებში 35 საათი გაატარა. ის მაშველებმა გუშინ გადაარჩინეს და სამკურნალოდ მოსკოვში გადაიყვანეს.

ტრაგედია მაგნიტოგორსკში ორი დღის წინ დატრიალდა. ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად ათსართულიან საცხოვრებელ კორპუსში სადარბაზო ჩამოინგრა.

დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად დღეიდან ჩელიაბინსკის ოლქში გლოვაა გამოცხადებული.


დღის ამბები