23 აპრილი 2024,   13:50
ვრცლად
"შესაძლოა განვითარდეს მევახშეობა" - ოპოზიცია ახალ საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებულ საფრთხეებზე საუბრობს

ახალი საბანკო რეგულაციები მოქალაქეების უფრო მეტ გაღარიბებას შეუწყობს ხელს - ასეთია ოპოზიციის შეფასება საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებით, რომელიც ძალაში 1 იანვრიდან შევიდა. ენმ-ს წევრი ზურა მელიქიშვილი ამბობს, რომ  ხელისუფლება უნდა ზრუნავდეს შეღავათიან კრედიტებზე და არა რეგულაციების გამკაცრებაზე.

„თითქმის ყველა მოქალაქეს ვისაც დღეს სჭირდება სესხი, ვისაც დღეს სჭირდება დამატებითი თანხა, რომ თავი გაიტანოს, აიღოს ბანკიდან ან სხვა რაღაცა ფორმით, ნაცვლად იმისა რომ ხელისუფლება შეღავათიან კრედიტებზე ფიქრობდეს,  ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლება დამატებით რაღაც ნაბიჯებზე ფიქრობდეს, რომ ინვესტიცია შემოვიდეს ქვეყანაში, ისინი რეგულაციებს უწესებენ ადამიანებს. ძალიან ბევრ ადამიანს გაუჭირდება სესხის აღება,“-განაცხადა ზურა მელიქიშვილმა.

"ევროპულ საქართველოში" კი იმ საფრთხეებზე საუბრობენ, რომელიც შესაძლოა ახალ რეგულაციებს მოჰყვეს. გიგი წერეთლის განცხადებით, შესაძლოა პროცესმა არალეგალურ სექტორში გადაინაცვლოს და მევახშეობა განვითარდეს.

„არგუმენტი ამ ახალი რეგულაციების გამკაცრების  სესხების აღების, რომელსაც ძალიან ბევრი ჩვენი მოქალაქე ვერ აიღებს სესხს არის ჭარბვალიანობაჭაბვალიანობას ამგვარი მონეტარული პოლიტიკით და ამგვარი სიმკაცრით ვერ შევცვლით. ამის ყველაზე კარგი მაგალითი და ინსტრუმენტია განვითარება ეკონომიკის, რაც არ არის ქვეყანაში, სამუშაო ადგილების შექმნა, შემოსავლების გაჩენა. ასეთ შემთხვევაში როცა იქნება სიმკაცრე და ხალხი ვერ აირებს სესხს, დაიწყებს სხვა გზების ძიებას და შეიძლება ბევრმა გარიგებამ  გადაინაცვლოს არალეგალურ სექტორში. განვითარდეს მევახშეობა, პროცენტები და უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ადამიანები,“-განაცხადა გიგი წერეთელმა.

ფინანსური რეგულაციები საბოლოო ვერსიაში სესხის მომსახურების მაქსიმალური კოეფიციენტები გაზრდილია. ანუ ყოველთვიურად გადასახადი თანხის ოდენობა შედარებით მეტია. მაგალითად, თუ ოჯახის შემოსავალი 3000 ლარია, 15 წლიანი სესხის შემთხვევაში ყოველთვიური თანხა არ უნდა აღემატებოდეს 1350 ლარს, 5 წლიანი სესხის შემთხვევაში კი 1650 ლარს. იზღუდება ბინით უზრუნველყოფილი სესხის აღებაც. ბინას, რომელშიც ცხოვრობთ, ბანკში ვეღარ ჩადებთ, თუ შემოსავლებს ვერ დაადასტურებთ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები