17 აპრილი 2024,   00:37
ვრცლად
„ეს არის ჯგუფების შიდა ბრძოლა და მოსამართლეთა საკითხი გამოყენებული იქნა ფონად" - ოპოზიცია "ოცნებაში" დაპირისპირებას ეხმაურება

„ეს არის ჯგუფების შიდა ბრძოლა და მოსამართლეთა საკითხი გამოყენებული იქნა ფონად“- ასე ეხმაურება საპარლამენტო ოპოზიცია მმართველ გუნდში არსებულ დაპირისპირებას. ენმ-ს წევრი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა თუ რა პროცესები მიმდინარეობს მმართველი გუნდის შიგნით, ხელისუფლების ინტერესებშია რომ ორი -სამი მოსამართლე, რომელიც მას აწყობს გაიყვანოს.

„რაც შეეხება  ხელისუფლების ინტერესებს მათთვის მთავარი არის, რომ ამ სიიდან  ორი-სამი ადამიანი რომელიც არის მედიატორი, რომელიც ასრულებს ხელისუფლების დავალებას და რომლებიც არიან სიგნალების გადამცემები, აი სწორედ ეს ადამიანები იქნა შენარჩუნებული. იქნება იმიტაცია  თავისუფალი კენჭისყრის. ბევრს ჩააგდებენ. სიას რა თქმა უნდა გაიწვევენ, შემოვა განახლებული სია მაგრამ ჩვენ ამ განახლებულ სიაში დავინახავთ იმ ერთ ან ორ პიროვნებას რომელიც ფაქტობრივად  იყო და დარჩება ხელისუფლების ინტერესების გამტარებლად,“-განაცხადა რომან გოცირიძემ.

„ევროპული საქართველო“ კი მოსამართლეთა შერჩევის წესის შემოღებას ითხოვს. ინიციატივის მიხედვით, პროცესი უნდა ჩატარდეს რამდენიმე ეტაპად. მისი თქმით, იურიდიულ კომიტეტში უნდა შეიქმნას კომისია, რომელიც დაკომპლექტდება როგორც დეპუტატებით ასევე არასამთავრობო სექტორით.

„პირველ რიგში  პროცედურები გაიწეროს. მაღალი სტანდარტები იქნას დაკმაყოფილებული. საზოგადოებამ  იცოდეს რა კრიტერიუმებით არის ეს ხალხი შერჩეული და შემდგომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოხადეს ჯერ ამ კანდიდატურების სერიოზულად განხილვა. ამის მერეც უკვე როგორი სიაც შედგება, შემდგომ უკვე იურიდიულ კომიტეტში უნდა შეიქმნას ახალი  პრ0ოცესი. ჩამოყალიბდეს სამუშაო ჯგუფი. ამ სამუშაო ჯგუფში უნდა შევიდნენ არასამთავრობოები, ადვოკატთა ასოციაცია, სახალხო დამცველი. წარმოდგენილი იყოს ფართოდ ოპოზიცია. იქ უკვე უნდა იყოს მეორე რაუნდი ამ სიის გადამოწმების,“-განაცხადა ოთარ კახიძემ. 

დღის ამბები