16 აპრილი 2024,   13:26
ვრცლად
მოქალაქეები მთავრობის დაპირების შესრულებას უშედეგოდ ელოდებიან - "ქართუ ფონდმა" ვალების მხოლოდ ნაწილი გაანულა 

მოტყუებული მევალეები, რომლებიც მთავრობის დაპირების შესრულებას და კრედიტების განულებას უშედეგოდ ელოდებიან. დაანონსებული სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდა, თუმცა არა ყველასთვის.

როგორც ირკვევა “ქართუ ფონდმა” კომპანიებისგან ვალდებულებების მხოლოდ ერთი ნაწილი გამოისყდა და შემთხვევითობის პრინციპით შერჩეული ვალები გაანულა. პროგრამა ლოტოტრონის პრინციპით მოქმედებს. ათასობით ადამიანს ვინც კრიტერიუმებს აკმაყოფილებდა სესხი მაინც არ გაუნულდათ. Vali.ge-ზე მონაცემების გადამოწმების შემდეგ მათ აღმოჩიანეს, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან აღებული ფული ისევ დასაბრუნებელი აქვთ.​

კომპანიის იურისტთან საუბარი კონსტანტინე ჟორჟოლიანმა ფარულად ჩაწერა და „კურიერს“ მიაწოდა. აუდიომასალიდან დგინდება, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ამოღების სამსახურისთვის გადაცემული სესხების დიდი ნაწილი ხალხს არ ჩამოაწერეს. ასეთმა საშუამავლოა ფირმებმა თავად გადაწყვიტეს, ვისი სესხი უნდა გადაეცათ ჩამოსაწერად და ვისი არა, მოქალაქეებს აქ არც კი ეუბნებიან რატომ არ მოხვდნენ სიაში.

მოსახლეობას ერთადერთი კითხვა აქვს - რატომ დაპირდნენ არჩევნების წინ სესხის განულებას, თუ შეღავათი მხოლოდ მოქალქეებს ერთ ნაწილზე გავრცელდებოდა.

ფინანსთა მინისტრს არ აქვს პასუხი კითხვაზე, რომელიც კრედიტების განულების მოლოდინში მყოფ მოქალაქეებს ყველაზე მეტად აინტერესებთ - რატომ არიან ამ დრომდე ე.წ. შავ სიაში და ისევ საკრედიტო ვალდებულებებით.

ვალების განულების, იგივე სოლიდარობის პროგრამა, რომელსაც ადგილობრივი და საერთაშორისო ავტორიტეტულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ამომრჩეველთა მოსყიდვაც კი უწოდეს, ორი კვირით გააგრძელეს. სესხების განულების პროცესი 15 იანვრამდე იმოქმედებს. დაინტერესდება თუ არა ხელისუფლება იმ ხალხის ბედით ვისაც კრიტერიუმის დაკმაყოფილების მიუხედავად სესხი არ გაუნულდათ უცნობია.

დღის ამბები