26 აპრილი 2024,   00:35
ვრცლად
განძის მაძიებლები სოფელ კუძუში - ძველი კოლხების სამარხის პოვნის იმედით ადგილობრივები 6 თვეა ბორცვს თხრიან

სოფელ კურძუს მოსახლეობა კვლავ განძს ეძებს. ადგილობრივებს იმედი აქვთ, რომ ძველი კოლხების სამარხს იპოვიან. ისინი ყოველდღიურად თხრიან უზარმაზარ ბორცვს და ეს პროცესი უკვე 6 თვეა გრძელდება.

მთავარი ის არის, რომ სამარხის არსებობის არც ისტორიული და არც სხვა რაიმე დამადასტურებელი წყაროები არ არსებობს. მაგრამ კურძუელებს სჯერათ, რომ ბორცვის გარშემო ქვები ადამიანის ხელებმა დააწყვეს და არა ბუნებამ.

თუ განძი იპოვეს ეს ნიშნავს, რომ კურძუ საქართველოს ისტორიაში შევა, როგორც უძველესი კოლხური ტომების პირვანდელი ნასახლარი. ადგილობრივების მთავარი ინტერესიც ესაა. ამბობენ, რომ ხელისუფლების ეშინიათ, რადგან თუ მათი ვარაუდი რეალობა აღმოჩნდება, შესაძლოა კანონთან პრობლემები შეექმნათ.  ამიტომ ადგილობრივ მუნიციპალიტეტს საკითხით დაინტერესებას სთხოვენ. 

 

ავტორი: ემა გოგოხია

დღის ამბები