25 აპრილი 2024,   15:59
ვრცლად
„ომეგა ჯგუფმა“ რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ მუშაობა განაახლა - კომპანიამ აქციზური მარკები მიიღო 

„ომეგა ჯგუფმა“ რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ მუშაობა ისევ განაახლა. კომპანიამ აქციზური მარკები მიიღო, რის გამოც „ომეგა ჯგუფი“ ამ დრომდე მუშაობას ვეღარ ახერხებდა.  კომპანია განცხადება ავრცელებს, სადაც „ომეგას“ თანამშრომლებს ახალ წელს ულოცავს.

„ვულოცავთ ახალ წელს “ომეგას” თანამშრომლებს, რომლებსაც მიეცათ საშუალება, რომ დაბრუნებოდნენ თავის სამუშაო ადგილს, აგრეთვე, ვულოცავთ მათ, ვინც ახლო მომავალში დაუბრუნდებიან კომპანიას, რადგან “ომეგამ “ მიიღო აქციზური მარკები, წარმატებულად განაახლა პროდუქციის წარმოება და ეს პროცესი იმედს იძლევა, რომ კომპანია შეძლებს ადრინდელი მოცულობით წარმართოს საქმიანობა ქვეყნის ბიუჯეტისა და საერთო მომავლის საკეთილდღეოდ,” - წერია განცხადებაში.

ბიზნესმენმა ზაზა ოქუაშვილმა საჯარო განცხადებები, სადაც ის ხელისუფლებას და უშუალოდ ბიძინა ივანიშვილს ზეწოლაში ადანაშაულებდა, საპრეზიდენტო არჩევნების წინ გააკეთა. მან ქვეყნის რეალური მმართველი ბიზნესის ტერორში დაადანაშაულა.

ოქუაშვილის ხმამაღალ განცხადებებს სადამსჯელო ღონისძიებები მოყვა. მას დავალიანება შეახსენეს და აქციზების მიწოდებაზე უარი უთხრეს. ამ დრომდე „ომეგა ჯგუფის“ სიგარეტის ქარხანა გაჩერებული იყო და ფინანსთა სამინისტრო კომპანიას აქციზურ მარკებს არ აძლევდა.

დღის ამბები