24 აპრილი 2024,   22:01
ვრცლად
"სადაც ევროპაა, იქ საქართველოა და სადაც საქართველოა, იქ ევროპაა" - თბილისში მოგერინის განცხადებას ეხმაურებიან

ფედერიკა მოგერინის მიერ წლის ყველა მნიშვნელოვან მოვლენებს შორის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის დასახელებას, რომელზეც საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით იყო წარმოდგენილი, თბილისში ეხმაურებიან.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის შეფასებით, მოგერინის განცხადება მიუთითებს, რომ ჩვენი ქვეყანა ევროპულ გზას ადგას.

„ეს ჩვენთვის კიდევ ერთი აღიარებაა იმისა, რომ საქართველო განუყრელად ადგას ევროპული ინტეგრაციის გზას, ევროპულ ფასეულობებს განუხრელად იცავს. ამის დადასტურება იყო ის უპრეცედენტო ურთიერთობის მაღალი დონის ფორმატები, რომელიც გასულ წელს ჩვენ გვქონდა ევროკავშირთან,“- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ევროკავშირის უმაღლესი კომისრის განცხადებას საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხებში, ირაკლი ჩიქოვანიც გამოეხმაურა. მისი თქმით, ევროპისთვის საქართველო არის სტრატეგიული პარტნიორი.

„ეს ნათლად მიანიშნებს იმაზე, რომ ევროპისთვის საქართველო არის სტრატეგიული პარტნიორი, საქართველოსთან ურთიერთობა არის უმაღლეს დონეზე, სადაც ევროპაა, იქ არის საქართველო და სადაც საქართველოა, იქ არის ევროპა,“- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობას, რომელზეც საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით იყო წარმოდგენილი, ფედერიკა მოგერინი წლის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენებს შორის ასახელებს. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი კომისარი საკუთარ ბლოგში წერს სახელწოდებით -  "12 რამ, რომელიც 2019 წელს უნდა გაგვყვეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები