25 აპრილი 2024,   09:31
ვრცლად
ახალგაზრდა ქალის გარდაცვალება გორში - ოჯახი H1N1 ვირუსს გამორიცხავს 

სავარაუდოდ ე.წ. ღორის გრიპით გარდაცვლილი სამი შვილის დედა, პროზექტურიდან საკუთარ სახლში გადაასვენეს. სოფელ თორტიზაში მცხოვრები 39 წლის ქალი, გორის კლინიკურ საავადმყოფოში გვიან ღამით, მძიმე მდგომარეობაში მყოფი შეიყვანეს. გართულებული მდგომარეობის გამო ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

ექიმების თქმით, ქალს სამედიცინო დაწესებულებას დაგვიანებით მიმართა. გორის კლინიკურ საავადმყოფოში მისვლამდე, ოჯახს პაციენტი სხვა კერძო კლინიკაში ჰყავდა გადაყვანილი, სადაც ის თავისუფალი ადგილების არ ქონის გამო არ მიიღეს.

გარდაცვლილის ახლობლები გარდაცვალების მიზეზად ფილტვების ანთებას ასახელებენ და H1N1 ვირუსს გამორიცხავენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები