19 აპრილი 2024,   14:36
ვრცლად
ჩინეთის ისტორიული მისია მთვარეზე - ჩინური კოსმოსური აპარატი დღემდე შეუსწავლელ მხარეს დაეშვა

ჩინეთის ისტორიული მისია მთვარეზე - პირველად, ჩინური კოსმოსური აპარატი დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრის დღემდე შეუსწავლელ მხარეს წარმატებით დაეშვა და მის ზედაპირზე გადაღებული პირველი ფოტომასალაც გამოგზავნა.

მეცნიერების განცხადებით, ეს ჩინეთის კოსმოსური პროგრამისთვის უმნიშვნელოვანესი მიღწევაა. მთვარის ამ ნაწილს ხშირად ბნელ მხარესაც უწოდებენ, რადგან ის დედამიწიდან არასდროს ჩანს.

ზონდი თანამგზავრზე სიჩუანის პროვინციაში მდებარე კოსმოდრომიდან 7 დეკემბერს გაუშვეს. აპარატი მთვარეზე ბიოლოგიურ ექსპერიმენტებსაც ჩაატარებს.

დღის ამბები