„ქართულ ოცნებაში“ დაწყებულ დაპირისპირებას ექსპერტი გია ხუხაშვილი ეხმაურება. ანალიტიკოსი ეკა ბესელიას წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიაზე საუბრობს.
საქმე ეხება „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული პირის, გია აბაშიძის განცხადებას, სადაც ის ბესელიას „ომეგა ჯგუფთან“ კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს.
ხუხაშვილი ამბობს, რომ მმართველი გუნდი ცდილობს სკანდალის გადასაფარად, საკუთარ თანაგუნდელს „ოქუაშვილი ჩაუდოს“.
"ვიღაცის ვირეშმაკულად მოფიქრებული სქემაა, რომ ოქუაშვილი ჩაუდონ ბესელიას. ანუ სხვისი პრობლემა გადმოიტანონ ბესელიაზე და ილუზია აქვთ, რომ ამით დაავიწყდებათ რეალური ანატომია რა იყო ოქუაშვილის საქმის.
ხელისუფლებას იმის რესურსი, რომ სახელმწიფოებრივი ამოცანები გადაწყვიტოს არ აქვს და ძირითადად დაკავებულია ნაგავში ქექვით. პოლიტიკური ბომჟის პოზიციაშია დღეს ხელისუფლება. ერთადერთი რაც დარჩენია საკუთარ ნაგავში იქექოს, მეტი არაფერი,“-განაცხადა გია ხუხაშვილმა.