19 აპრილი 2024,   14:21
ვრცლად
შეწყალების კომისიის წევრთა უმეტესობა ზურაბიშვილთან მუშაობაზე უარს ამბობს - პრეზიდენტს განახლებული შემადგენლობის დაკომპლექტება მოუწევს 

შეწყალების კომისიას წევრები ტოვებენ. „კურიერის“ ინფორმაციით, იმ პირთა სია, რომლებიც ახალ პრეზიდენტთან ერთად მუშაობის გაგრძელებას არ აპირებენ იზრდება.

ახალ პრეზიდენტს დაასწრო და შეწყალების კომისიას თავად დატოვა ზვიად ქორიძემ. მან სალომე ზურაბიშვილს ოფიციალური განცხადებით უკვე მიმართა. ქორიძე ამბობს, რომ პრეზიდენტმა შეწყალების კომისია, რომელიც მისი სათათბირო ორგანოა, საკუთარი ნდობით აღჭურვილი პირებით უნდა დააკომპლექტოს. ის ახალ გუნდში საკუთარ ადგილს ვერ ხედავს.

სალომე ზურაბიშვილის გუნდთან თანამშრომლობაზე უარი თქვა ეკა გიგაურმაც. „კურიერის“ ინფორმაციით, ახალ პრეზიდენტს წასვლის შესახებ უკვე აცნობა მწერალმა ბასა ჯანიკაშვილმაც. წასულების რიგებს შესაძლოა, პროფესორი არინა თავაქარიშვილიც შეუერთდეს.

თავაქარიშვილი ამბობს, რომ ახალმა პრეზიდენტმა შეწყალების კომისიის ახალი შემადგენლობის შესახებ გადაწყვეტილებები დროულად უნდა მიიღოს.

ცვლილებები შეწყალების კომისიაში სავარაუდოდ ამით არ დასრულდება.პრზიდენტის ადმინისტრაციამ უკვე დაანონსა რომ ზურაბიშვილი კომისიის განახლებას გეგმავს, თუმცა ვინ შევა ახალ შემადგენლობაში უცნობია.

ვიდრე ახალი პრეზიდენტი ახალ კომისიას დააკომპლექტებს 800-მდე პატიმარი შეწყალების იმედით საქმეების განხილვა ელოდება. მარგველაშვილის კომისიას ყოფილი პრეზიდენტის მოულოდნელი გადაწყვეტილების გამო, საქმეები განსახილველი დარჩა. 

კომისია ამ დრომდე უმოქმედოა. უცნობია როდის დასრულება შეწყალების კომისიის დაკომპლექტება, დროში გაწელილი პროცესით კი პატიმრების ზარალდებიან.

2019 წელი პირველი იყო, როდესაც პრეზიდენტმა საახალწლო შეწყალების აქტი არ გამოსცა. სალომე ზურაბიშვილმა ერთპიროვნული გადაწყვეტილებით ციხის კარი მხოლოდ სამი პატიმარი ქალისთვის გააღო.

დღის ამბები