16 აპრილი 2024,   14:55
ვრცლად
კანონი ყალბი ახალი ამბების წინააღმდეგ ბრძოლისთვის - ოპოზიცია პრეზიდენტის ინიციატივას სახიფათოს უწოდებს 

ოპოზიცია პრეზიდენტის პირველი მიმართვის წინააღმდეგ - სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას ყალბ ახალ ამბებთან ბრძოლის შესახებ პოლიტიკური ოპონენტები სახიფათოდ მიიჩნევენ.

„ევროპული საქართველოს“ წევრი, სერგო რატიანი ამბობს, რომ ზურაბიშვილის მხრიდან ახალ რეგულაციებზე საუბარი უადგილოა და მოქმედ პრეზიდენტს იმ ცნობილ სიძულვილის გამომხატველ ბანერებს ახსენებს, რომელიც წინასაარჩევნოდ ოპონენტების წინააღმდეგ მთელ ქალაქში გამოიფინა.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიაჩნიათ, რომ სალომე ზურაბიშვილი რეალობის სხვადასხვაგვარად წარმოჩენას ცდილობს. მათი თქმით, შავია PR-ის ცნობილი სპეციალისტის და „ოცნების“ მიერ წინასაარჩევნოდ დაქირავებულ მოშე გლუკჰაფტის გახსენებაც კმარა იმის დასტურად თუ რაში დახარჯა წინასაარჩევნოდ ივანიშვილმა მილონები და როგორი კამპანიის შედეგად გახდა ზურაბიშვილი პრეზიდენტი.

პრეზიდენტი ინიციატივას ეხმაურებიან მმართველ გუნდში. საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ ამ თემაზე ჯერ არ უმსჯელიათ.

ხელსუფლების მხრიდან მათ მიმართ გამოთქმულ ცილისმწამებლურ და შეურაცხმყოფელ განცხადებებს იხსენებენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. არასამთავრობოებისთვის პრობლემას არა მოქმედი კანონი, არამედ კანონის ორმაგი სტანდარტით გამოყენება წარმოადგენს.

მათი თქმით, დამატებით რეგულაციები ყოველთვის აჩენს ეჭვს, რომ ხელისუფლებას ის კრიტიკის შესასუსტებლად და თავისუფალი სიტყვისა და მედიის გაკონტროლებისთვის სჭირდება.

დღის ამბები