ნორვეგიაში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. მაშველები სამთო - სათხილამურო კურორტზე ზვავის ჩაწოლის შედეგად დაკარგულ მთამსვლელებს ეძებენ.
სამი ფინელი და ერთი შვედი ტურისტი გუშინ გაუჩინარდნენ. სამძებრო სამუშაოებში პოლიცია და ავიაცია ჩაერთო. სამძებრო ოპერაციას ძლიერი ქარი და უხვი ნალექი აფერხებს.