20 აპრილი 2024,   18:59
ვრცლად
"ჩვენთან ინფლაცია იქნება იმ მიზნობრივ ფარგლებში, რომელიც დაგეგმილია ცენტრალური ბანკის მიერ," - ეკონომიკის მინისტრი

საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ მონაცემებს, რომლის მიხედვითაც 2018 წელს ინფლაციის დონე 1.5%-ით განისაზღვრა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ეხმაურება. გიორგი ქობულია განმარტავს, რომ ინფლაცია, რომელიც 2018 წელს დადგინდა, არ აღემატება ზღვრულ დონეს, რომელიც არის 3% შესაბამისად, ამ პროცესებში ის პრობლემას ვერ ხედავს.

„მოლოდინი არის იმაში, რომ ჩვენთან ინფლაცია იქნება იმ მიზნობრივ ფარგლებში, რომელიც დაგეგმილია ცენტრალური ბანკის მიერ, რაც არის 3%-მდე,“ - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 1.5%-იანი ინფლაცია ყველაფერზე აისახა. ფასები გაიზარდა როგორც საკვებ პროდუქტებზე, ასევე გაზრდილია გადასახადი კომუნალურ გადასახადებზეც.

კიდევ ერთი სფერო, სადაც ფასებია მომატებული, ეს არის ჯანდაცვა. ამ მიმართულებით გაზრდილია როგორც საავადმყოფოებში სხვადასხვა მომსახურება, ასევე ამბულატორიული მომსახურებაც.

დღის ამბები