25 აპრილი 2024,   18:07
ვრცლად
თურქეთის სანაპიროსთან 40-ზე მეტი მიგრანტი გადაარჩინეს

თურქეთის სანაპიროსთან 40-ზე მეტი მიგრანტი გადაარჩინეს. სანაპირო დაცვის სამსახურმა ღია ზღვაში გადაბრუნებული რეზინის ნავი შენიშნა. ადგილზე მისვლის შემდეგ კი წყლიდან 44 ადამიანი ამოიყვანა.

ყველა მათგანი აფრიკელია, ისინი ისინი საბერძნეთის კუნძულ ლესბოსზე მოხვედრას ცდილობდნენ, სადაც არალეგალების ბანაკი მდებარეობს. გადარჩენილებს შორის არიან ქალები და ბავშვები. უცნობია რამდენი ადამიანი იმყოფებოდა ბორტზე. სანაპირო დაცვის სამსახურმა გადარჩენილები თურქეთში ჩაიყვანა, სადაც მათ სამედიცინო დახმარებას აღმოუჩენენ.


 

დღის ამბები