24 აპრილი 2024,   20:49
ვრცლად
სისხლიანი გარჩევა თიანეთში - დაჭრილს საავადმყოფოში კითხავენ

თიანეთში მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების შედეგად დაჭრილის გამოკითხვა ამ წუთებში მიმდინარეობს. სამართალდამცველები საავადმყოფოში იმყოფებიან.

სისხლიანი გარჩევა თიანეთში, რა დროსაც ორი ადამიანი მოკლეს და ერთი დაიჭრა, ბედობის ღამეს მოხდა.

თიანეთში ორი მამაკაცი სასიკვდილო ჭრილობებით ეზოში იპოვეს.  მათ ჭრილობები ცეცხლსასროლი და ცივი იარაღით აქვთ მიყენებული. მძიმედ არის დაჭრილი კიდევ ერთი პირი, რომელიც სიკვდილს გადაურჩა და კლინიკაში თავად მივიდა.

მოკლულებიდან ერთ-ერთი 57 წლის ოლეგ შუშანაშვილია. მასთან ერთად, ცეცხლსასროლი და ცივი იარაღით მოკლულია მისი მეზობელიც. მძიმედ არის დაჭრილი თიანეთში მცხოვრები 32 წლის მამაკაციც, რომელიც არსებული ინფორმაციით ​შუშანაშვილთან საახალწლო სუფრაზე სტუმრად იმყოფებოდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები