20 აპრილი 2024,   08:48
ვრცლად
მკვლელობა გორში - გამოძიების ვერსიით, ყოფილმა სამხედრომ ექიმი-ლაბორანტი ოქროს საყურის და 300 ლარის გამო მოკლა

მკვლელობა გორის ცენტრში - გამოძიების ვერსიით, 51 წლის ყოფილმა სამხედრომ, თამარ კობერიძემ 72 წლის ექიმი-ლაბორანტი ოქროს საყურის და 300 ლარის გამო მოკლა. სამართალდამცველები ამ დრომდე ამ ერთადერთ ვერსიაზე მუშაობენ.

მოკლული და ბრალდებული მეზობლები იყვნენ. ადგილობრივების ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებულმა ქალმა სტალინის ქუჩაზე მოკლულის საცხოვრებელი სახლი 3 თვის წინ 26 წლის შვილთან ერთად იქირავა და მალევე 72 წლის ექიმ-ლაბორანტთან ნდობაში შევიდა. მეზობლების თქმით, მათ ახლო ურთიერთობა ჰქონდათ. მკვლელობის დღეს ადგილობრივებს არც ხმაური და არც რაიმე საეჭვო არ შეუმჩნევიათ.

თავდაცვის სამინისტროს ყოფილმა თანამშრომელმა 72 წლის ექიმ-ლაბორანტის მკვლელობის დღეს დანაშაული აღიარა, თუმცა ბრალის წარდგენის შემდეგ დუმილის უფლებას იყენებს.

საქართველოს შეირაღებული ძალების პირველი ბრიგადის საფინანსო სამსახურის თანამშრომელი შემცირების შედეგად თანამდებობიდან ერთ წლის წინ გაათავისუფლეს. ბრალდებულის ძმამ დის დაკავების შესახებ მოგვიანებით გაიგო, ამბობს რომ თამარ კობერიძესთან წლებია, კავშირი არ აქვს, თუმცა დარწმუნებულია, რომ ის 300 ლარი და ოქროს საყურის გამო, 72 წლის მოხუცს არ მოკლავდა.

9 დღეა გორის სამშობიაროში სადაც ლილი დათუნაშვილი წლების განმავლობაში მუშაობდა თანამშრომლებს აქვთ კითხვები - რა მოხდა 26 დეკემბრის ღამე ექიმ-ლაბორანტის სახლში და ხომ არ ჰყავდა საზარელ მკვლელობას სხვა თანამონაწილეც.

ერთ-ერთი ვერსიით, ბრალდებული ოქროს ნივთების მოპარვას ცდილობდა, რა დროსაც დათუნაშვილი სახლში მივიდა, რასაც კონფლიქტი და შემდეგ მკვლელობა მოჰყვა. ერთ-ერთი ვერსიით კი, მკვლელობისას სახლში თამარ კობერიძის 26 წლის შვილიც იმყოფებოდა რომელიც პოლიციამ დააკავა, თუმცა მოგვიანებით გათავისუფლა.

51 წლის თამარ კობერიძე პოლიციამ მკვლელობიდან მეორე დღეს რუსთავში დააკავა.

ამავე თემაზე
დღის ამბები