20 აპრილი 2024,   04:57
ვრცლად
პატრიარქს დაბადების დღე პრემიერმა, პრეზიდენტმა და დეპუტატებმა მიულოცეს

დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს დაბადების დღეა. იუბილე ილია მეორეს პრემიერმა, პრეზიდენტმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა მიულოცეს. მიღება საპატრიარქოში მედიისთვის დახურული იყო. 

საპატრიარქოში საიუბილეო მიღებაზე ბავშვთა სახლის აღსაზრდელებიც იმყოფებოდნენ. მათ პატრიარქს 86 წლის იუბილე სიმღერით მიულოცეს.

ილია მეორეს დაბადების დღე საპატრიარქოში წმინდა სინოდის წევრებმაც მიულოცეს. 

დღის ამბები