19 აპრილი 2024,   08:23
ვრცლად
ელისაშვილის ბრალდებებს და საპენსიო პროგრამის შეჩერების მოთხოვნას საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელი პასუხობს

ალეკო ელისაშვილის ბრალდებებს საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელი პასუხობს.

ლევან  სურგულაძე ამბობს, რომ მოსახლობის მიერ დაგროვილი თანხის დაცვის გარანტორი სახელმწიფო და სააგენტო იქნებიან. თუმცა, სააგენტოს ხელმძღვანელი ვერ აკონკრეტებს, სად და როგორ მოხდება ამ თანხის ინვესტირება, რადგან სპეციალური ჯგუფი ჯერ შექმნილი არ არის.

„ეს საპენსიო შენატანები გაკონტროლდება დამოუკიდებელი რისკის კონტროლის სტრუქტურის მიერ თითოეული ტრანზაქციის დონეზე. შესაბამისად, ამ მხრივ ყოველნაირი დაცულობა გარანტირებულია, რომ ამ თანხების ინვესტირება მოხდება მხოლოდ კეთილსაიმედო ფინანსურ ინსტრუმენტებში. მე არ ვფიქრობ, რომ რომელიმე ხელისუფლებამ შეიძლება, ასეთი კარგი რეფორმის რევერსი გააკეთოს და გააუქმოს იმიტომ, რომ ამას მოაქვს ძალიან დიდი ბენეფიტები მოსახლეობისთვის. უბრალოდ, მოსახლეობის დიდი ნაწილი არ არის ინფორმირებული, რა ბენეფიტებს მიიღებენ, როგორ იქნება დაცული მათი აქტივები და შესაბამისად, შეიძლება აქედან მოდის რაღაც კითხვები,“ - განაცხადა ლევან სურგულაძემ.

სამოქალაქო მოძრაობის ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა, საპენსიო რეფორმის შეჩერება მოითხოვა.

ალეკო ელისაშვილი დაგროვებითი პენსიის სქემას ე.წ. ანაბრების საქმეს ადარებს და ამბობს, რომ წლების შემდეგ ისევ გამოჩნდება ახალი ვანო ჩხარტიშვილი, რომელიც მოსახლეობას დაგროვილი პენსიის გარეშე დატოვებს.

დღის ამბები