18 აპრილი 2024,   04:23
ვრცლად
ბედობის ღამეს თიანეთში მომხდარი მკვლელობის მოტივი ისევ უცნობია - "კურიერი" მოკლულის ძმიშვილს ესაუბრა

ბედობის ღამეს თიანეთში მომხდარი მკვლელობის მოტივი ისევ უცნობია. საქმეზე დაკითხვების პროცესი, სავარაუდოდ, დღესაც გაგრძელდება. სამართალდამცველები ყველა იმ პირს კითხავენ, ვისაც გარდაცვლილებთან ნათესაური ან მეგობრული კავშირი ჰქონდა.

გარდაცვლილების ოჯახის წევრებს და ახლობლებს დაპირისპირების მიზეზებზე საუბარი უჭირთ. არავინ იცის, რამდენი მონაწილე ჰყავდა სისხლიან გარჩევას, რომელსაც 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ერთი კი დაიჭრა.

ტრაგედია შუშანაშვილების ოჯახში 2 იანვარს დატრიალდა. 

გარდაცვლილები დღეს საკუთარ სახლებში გადაასვენეს.

კურიერი მოკლულ ოლეგ შუშანაშვილის ძმიშვილს ესაუბრა.

გიორგი შუშანაშვილი განმარტავს, რომ მის ბიძას მტრები არ ჰყავდა და მისთვის გაუგებარია მკვლელობის მოტივი. მისი თქმით, ოლეგ შუშანაშვილს სახლში ჰქონდა სანადირო თოფი, თუმცა, 2 იანვრის ღამეს ის არ გამოუყენებია.

„მომილოცა მხიარულად. პრობლემის ქვეშ მყოფი ადამიანი ძმიშვილებს არ დაურეკავს, მოკითხვა არ ექნება. ბიძაჩემი იყო სრულიად უკონფლიქტო. ბიძაჩემი გარდაცვლილთან მეგობრობდა. დაჭრილი აბრამიშვილი რაიონელია. ცეცხლსასროლი იარაღი, სანადირო თოფი აქვს გაფორმებული, რომელიც მაშინვე გადაიტანეს. ამ მკვლელობებში ბიძაჩემის სანადირო იარაღი, რომელიც გაფორმებული ჰქონდა, არ ფიგურირებს. რამდენიმე დღის განმავლობაში ხელიც კი არ აქვს მოკიდებული,“ - განაცხადა გიორგი შუშანაშვილმა.

მოკლულია ოლეგ შუშანაშვილის მეზობელი, ლადო ოქროპირიძე, რომელიც ხარაგაულიდან იყო, თუმცა დროებით ცხოვრობდა თიანეთში.

2 იანვარს სისხლიანი დაპირისპირების შედეგად დაიჭრა ერთი პირი - აბრამიშვილი, რომელიც კლინიკაში თავად მივიდა. ახალგაზრდა მამაკაცი ამ დრომდე ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში რჩება.

მორიგე ექიმის განმარტებით, ადგილზე გამოიძახა საპატრულო პოლიცია, თუმცა, დაჭრილმა გამოძიებასთან არ ითანამშრომლა. მისი თქმით, დაჭრილს რეგიონში არც თუ ისე კარგი რეპუტაცია აქვს. 

"ბათუმში „კაფელჩიკი“ ყოფილა. ბათუმში მუშაობდაო, „ბომჟივით“ ცხოვრობდაო,“ - განაცხადა ექიმმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები