25 აპრილი 2024,   13:02
ვრცლად
პრეზიდენტმა ოთხოზორიას ოჯახს "სამოქალაქო თავდადებისათვის" მედალი გადასცა

ზუგდიდში წელს პირველად ღონისძიება „პრეზიდენტის ნაძვის ხე“ გაიმართა, სადაც სალომე ზურაბიშვილმა ღონისძიებაზე გიგა ოთხოზორიას შვილები და მრავალშვილიანი ოჯახები მიიწვია. პრეზიდენტმა მათ ახალი წელი მიულოცა.

ზურაბიშვილმა გიგა ოთხოზორია განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და პიროვნული სიმამაცისთვის დააჯილდოვა და მის ოჯახს სამოქალაქო თავდადებისათვის მედალი გადასცა.

„არ უნდა დავივიწყოთ, სად ვართ და ამიტომ მოვედი გიგა ოთხოზორიას ბავშვებთან ერთად. დღეს გადავეცით სამოქალაქო თავდადების მედალი სახსოვრად იმის, რომ ქვეყანას არ ავიწყდება თავისი გმირები. კიდევ ერთხელ მინდა, მოგილოცოთ დღევანდელი დღე. აქ არ არის ადგილი გრძელი სიტყვების, მაგრამ არის ადგილი, სადაც ჩვენ ერთად უნდა ვისურვოთ და ვილოცოთ იმაზე, რომ ეს ქვეყანა გამთლიანდეს,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ზუგდიდში კონცერტს აფორმებდნენ ანსამბლი ფორტე და რომან რცხილაძე.

დღის ამბები